გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: ზუგდიდში არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიციის ის ძალები, რომელიც ადგილზე არიან, რეალურად საჭირო იყო

19-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროში არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართა.


ნათია მეზვრიშვილმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. მათ შორის, ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.


"ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება და გავითვალისწინოთ - ახლა პოლიციისთვის მთავარი ამოცანაა ადგილზე არსებული სიტუაციის განმუხტვა იმიტომ, რომ ხედავთ, მათ შორის ზუგდიდში, რომ ადგილი აქვს დაპირისპირებებს, ადგილი აქვს ზოგიერთ შემთხვევაში პროვოკაციებს, სიტუაციის ესკალაციას. ამიტომ, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ადგილზე დაძაბულობის და დაპირისპირებების პრევენცია, სამართალდარღვევების პრევენცია და შესაძლო დანაშაულის აღკვეთა, თუ ასეთს ადგილი ექნება.


ამისთვის არის ახლა რეალურად პოლიცია მოწოდებული და ეს კითხვის ნიშნები, რომლებიც პოლიციის გადაადგილებასთან დაკავშირებით იყო, მე ვფიქრობ, რომ თუ აქამდე კიდევ ვინმეს ეს კითხვები ჰქონდა, ეს კითხვები სრულად მოიხსნა, იმიტომ, რომ არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიციის ის ძალები, რომელიც ადგილზე არიან, რეალურად საჭირო იყო. რაც შეეხება ამ ფორმალურ მხარეს, რაც დაკავშირებულია გამოძიების დაწყებასთან, ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან. ჩვენ როგორც კი ამ პირველად საჭიროებას მოვაგვარებთ, დაპირისპირებას გავამზადებთ, ბუნებრივია ამ ფორმალურ მხარეს მივხედავთ, მათ შორის ამ ფაქტის შესწავლაც განხორციელდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა, მათ შორის ამ ტიპის ქმედებებსაც.


პოლიცია მოწოდებულია, რომ ამ ტიპის ქმედებებზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ფაქტს შევისწავლით და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930