გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომელზეც რეაგირება უნდა იყოს უკმაცრესი

19-05-2019

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


"მოვისმინე აუდიო ჩანაწერი, სადაც ენმ-ის წარმომადგენლები გეგმავენ დესტაბილიზაციას და ამის ფონზე რევოლუციას!!!


რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით თუ რა ძალაა ზოგადად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თუ როგორ სურთ მათ ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დარჩენა, როგორ სწყურიათ უკან მობრუნება, საზოგადოების გახლეჩვა, უდანაშაულო ადამიანების ისევ ციხეებში შეყრა, წამება, ქონებების ჩამორთმევა და ადგილზე დახვრეტაც - კი.


ვერცერთი ქართველი ამ აუდიოჩანაწერს ვერ მოუსმენს ემოციის გარეშე და აქვე ავღნიშნავ ყველაზე მთავარს:


ჰიტლერს და მის გარემოცვას არ სძულდათ ისე ებრაელები, როგორც ამათ ვეზიზღებით ჩვენ, ქართველები, რომელიც თემურ ალასანიამ, ნიკა გვარამიამ და ახლა უკვე თითქმის მთელმა მათმა აქტივმა ღიად გამოხატა.


ჩვენ, მაინც ვვითარდებით, წინ მივდივართ, მაგრამ ენმ-ის წარმომადგენლები კი - უკან/უკან გვექაჩებიან, ქუჩაში დახვრეტებისა და სამოქალაქო ომისკენ. მაგრამ ეს არ განმეორდება, აღარასოდეს!!!


პს: ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომელზეც რეაგირება უნდა იყოს უკმაცრესი", - წერს ირაკლი ლატარია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031