გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ოდიშარია: მთაწმინდაზე არჩევნები კანონიერების ჩარჩოებში, მშვიდობიანად მიმდინარეობს

19-05-2019

"სამწუხაროა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ექსცესებს, გარკვეული პროვოკაციების მცდელობას. თუმცა, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მთაწმინდაზე აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს კანონიერების ჩარჩოებში, მშვიდობიანად. ადამიანებს აქვთ უფლება და საშუალებაც, რომ გააკეთონ ღირსეული არჩევანი" - ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ბექა ოდიშარიას თქმით, მათ მართლაც ღირსეული კანდიდატი წარუდგინეს მთაწმინდელებს.

"ჩვენი ოპონენტების მხრიდან გაისმა არაერთი შეფასება. როგორც ჩანს, ბოლო საათებში მწვავდება საარჩევნო პროცესი და საუბარი იყო, მათ შორის, ღირსებაზეც. მეც ვისარგებლებ ამ შემთხვევით, ამ შესაძლებლობით და ვიტყვი, რომ მართლაც ღირსეული ადამიანი წარმოვუდგინეთ ჩვენ მთაწმინდელებს. მართლაც, ბევრია ღირსეული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სწორედ, რომ შესაფერი მთაწმინდისთვის და მთაწმინდელებისთვის არის ლადო კახაძე, რომელიც არის განსახიერება ერთგულების, კეთილშობილების, შრომის, შრომისუნარიანობის და ადამიანი, რომელიც მუდმივად, მთელი ცხოვრების გზაზე იყო ხალხის სამსახურში" - განაცხადა ოდიშარიამ.

მან მხარდაჭერებს აქტიურობისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებლად დაისჯება ყველა, ვინც პროვოკაციას დააპირებს.

"დარჩენილია ორ საათზე ცოტა მეტი. მინდა გთხოვოთ განსაკუთრებული აქტიურობისკენ. რა თქმა უნდა, მშვიდობიანი არჩევანის საშუალება კვლავ ძალაშია და ყველამ უნდა იცოდეს, ვინც პროვოკაციებს დააპირებს, რომ აუცილებლად დაისჯება და აუცილებლად აგებს სრული სიმკაცრით პასუხს კანონის წინაშე, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ გაუკეთებიათ არჩევანი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირეთ ლადო კახაძეს" - განაცხადა ბექა ოდიშარიამ მთაწმინდის საარჩევნო შტაბში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031