გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვაქვს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების დიდი გამოცდილება და დღევანდელი დღეც ამას დაადასტურებს

19-05-2019

ამ წუთის მდგომარეობით ვხედავთ, რომ საერთო ჯამში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

მან მადლობა გადაუხადა დამკვირვებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და სამართალდამცავებს.

"მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო თითოეულ დამკვირვებელს ,არასმთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სამართალდამცავებს, რომლებიც მიუხედავად მიუხედავად ბევრ უბანზე დაგეგმილი პროვოკაციისა, რაც ნათლად ჩანს, კარგად ართმევენ თავს მოვალეობას და დროულად აღკვეთეს ყველა პროვოკაციული მოქმედება, რაც ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან იყო ინსპირირებული" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაზემ მხარდამჭერებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მაღალი აქტიურობის შემთხვევაში არის დიდი შანსი, ყველა ოლქში, რომ არჩევნები პირველივე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატების გამარჯვებით დასრულდეს.

"კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების დიდი გამოცდილება და დღევანდელი დღეც ამას დაადასტურებს.

ჩვენმა ოპონენტებმა ყველაფერი სცადეს, დაწყებული ე.წ. ჯილდოების დაწესებიდან, რომელიც დაბრალებისთვის იყო პრაქტიკულად, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო და აღიქვა, ისე გაგრძელებული სხვადასხვა სპეკულაციებით, სხვადასხვა დაბრალებებით და ასევე გაგრძელებული სიების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით.

ეს იყო აბსოლუტურად არალეგიტიმურად გავრცელება ინფორმაციის, კიდევ უფრო სწორად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რადგან ჩვენს კოორდინატორებს, ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდათ ყველა მონაცემი, გარდა პირადი მონაცემისა" - აღნიშნა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ყველა მონაცემი, რაც კოორდინატორებს ჰქონდათ, იყო ლეგიტიმური.

"მათ ყველა მონაცემი ჰქონდათ აბსოლუტურად ლეგიტიმურად და პირადი მონაცემები იმ სიებში, რომლებიც მათ ხელთ ჰქონდათ, ნამდვილად არ იყო, ეს ნახა თითოეულმა ჟურნალისტმა, მათ შორის მათ, ვინც აშუქებს მოვლენებს საარჩევნო უბნებიდან.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო დღე დამთავრდეს რეალურად ისე, რომ დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ იყოს და არანაირი კითხვის ნიშანი არ დაისვას.

კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ამომრჩევლებს, მათი აქტიურობა არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატების გამარჯვებით დამთავრდეს და პირველივე ტურში ვიზეიმოთ გამარჯვება დღეს, 20:00 საათის შემდეგ" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930