გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა ტყიბულის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება

19-05-2019

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, თბილისის №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 26.6%-ია.


"ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის მეორე ტურის არჩევნების 17:00 საათიან მონაცემს, 2016 წელს ამომრჩეველთა აქტივობამ 31.1 % შეადგინა", - აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა.


ანა მიქელაძემ ასევე გააცნო მედიას 17:00 საათიანი აქტივობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან შედარებით:


2019 წლის 19 მაისის არჩევნები

მარნეული - 27.2 %

ზესტაფონი - 37%

ჭიათურა - 37%

ზუგდიდი - 38.6%

ხულო - 49.5%


2018 წლის პრეზიდენტის არჩევნები


მარნეული - 42.5%

ზესტაფონი - 48.4 %

ჭიათურა - 44.9%

ზუგდიდი - 39.6 %

ხულო - 48.7 %


რაც შეეხება აქტივობას იმ საარჩევნო უბნების მიხედვით, სადაც საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება, 17:00 სთ-ის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია:


საგარეჯო: 67.8%
ახმეტა: 44.1%
ადიგენი: 45.8 %
ტყიბული: 33.9%
წყალტუბო: 40.9%
ოზურგეთი: 37.4 %


ცესკოს პრესსპიკერმა წარმოადგინა ინფორმაცია მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებითაც: სულ შესულია 68 საჩივარი, აქედან მარნეულში - 20, ზესტაფონში - 5, ხულოში - 11, ზუგდიდში - 30, ოზურგეთში - 1, თბილისში, №1 პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე - 1 საჩივარი. საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.


"მაგალითისთვის, მარნეულის ყიზილაჯლოს №89-ე უბანზე, საუბნო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სავარაუდოდ იყო ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა, თუმცა განმეორებით ხმის მიცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.


აღნიშნული უბანი დაატოვებინეს დამკვირვებელს გადაღების წესის დარღვევის (იყო სამაგიდო სიებისა და კაბინაში გადაღების მცდელობა) და კომისიის მუშაობის ხელშეშლის გამო.


გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მარნეულის №68-ე საარჩევნო უბანზე უცნობმა პირმა საარჩევნო ყუთში ჩაყარა ბიულეტენები. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულს ადასტურებს ამ უბანზე მყოფი ცესკოს წარმომადგენელიც.


რაც შეეხება მარნეულის №2-ე უბანს, ცესკოს ინფორმაციით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დაწერა საჩივარი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიამ ჩაიბარა, თუმცაღა აღნიშნულ წარმომადგენელს საარჩევნო პროცესის ხელის შეშლისა და ქაოსის შექმნის გამო, დაატოვებინეს უბანი.

შეგახსენებთ, დღეს დილის 07:00 საათიდან მუშაობს ცესკოს სატელეფონო- საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე, მუშაობს ონლაინ ჩათი.


მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია" - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930