გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგი წულაიამ თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა

19-05-2019

გოგი წულაიამ, შედეგების გამოცხადებამდე, თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა.


"თავისუფალმა საქართველომ" უბნებზე კოორდინატორების ნაწილი მოხსნა და ზესტაფონის საოლქო კომისიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა.


პარტიის თავმჯოდამარემ კახა კუკავამ და მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ საარჩევნოდ არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი თქმით, მათ კოორდინატორებზე ზეწოლა მიმდინარეობს.


"წინა საარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა. არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს, მათ გვერდით ვიქნები.


დაშინება დაიწყო, ჩემი კოორდიანტორების ნაწილი აღარ მეკონტაქტება და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვალად. არ გაუვათ გაყალბება" - განაცხადა გოგი წულაიამ.


კახა კუკავას თქმით, მათ კანდიდატს მეორე ტურში მოხვედრის შანსი აქვს და თუ მათი ბიულეტენები გაბათილდა, აქციებს გამართავენ.



pia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930