გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო ეს კანონის ფარგლებში

19-05-2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, მიმდინარე საარჩევნო დღე შეაფასა.


"საზოგადოებამ რეალურად ნახა, რომ დღეს არჩევნები იყო მშვიდ ვითარებაში, იმის მიუხედავად, რომ მედია საშუალებების გარკვეული ნაწილი ცდილობდა სხვაგვარად წარმოეჩინა დღევანდელი დღე, თუმცა არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად.


არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო ეს კანონის ფარგლებში. კარგად იმუშავეს როგორც სამართალდამცავებმა, ისე ჩვენმა წარმომადგენლებმა. კანონის ფარგლებში მათ შეძლეს ყველა პროვოკაციის თავიდან აცილება.


დიდი მადლობა ასევე უნდა გადავუხადოთ დამკვირვებლებსაც, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ ყველაფერში და ასევე მადლობა საზოგადოებას, რომლის წარმომადგენლებიც არ წამოეგნენ ამ პროვოკაციებს.


ჩვენ პროგნოზის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ იქიდან გამომდინარე, რომ მართალია ჩვენი მონაცემებით ჩვენი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს და ამ შემთხვევაში ძნელია ზუსტი დიაგნოზის გაკეთება, მაგრამ ჩვენ რამდენიმე საათში გვექნება გაცილებით უფრო მყარი მონაცემები, გაცილებით უფრო რეალური მონაცემები, რასაც მყისვე ვაცნობებთ საზოგადოებას თქვენი მეშვეობით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930