გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სულხან სალაძე: საიას დამკვირვებლები რჩებიან შესაბამის უბნებზე და თვალყურს ადევნებენ ხმის დათვლის პროცესს.

19-05-2019

"შემაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს", – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.


სალაძემ ზუგდიდში არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა. მისი თქმით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინციდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის.


"ამ ფონზე, შემაშფოთებელია, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. ექსპრეზიდენტი თავის განცხადებაში ასევე აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს", – განაცხადა სულხან სალაძემ.


სალაძის განცხადებით, საია-ს დამკვირვებლები რჩებიან შესაბამის უბნებზე და თვალყურს ადევნებენ ხმის დათვლის პროცესს.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქლაივის" დროს განაცხადა, რომ უნდა იყვნენ "შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930