20-05-2019
ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დღეს პოლიტიკაში უალტერნატივო ძალაა.
"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც რეაგირებს შეცდომებზე და ხედავს თავის შეცდომებს, მათ ასწორებს და წინ მიდის. მთავარი გზავნილი სწორედ ის არის, რომ ჩვენ გვსურს ქვეყანა მშვიდობით და სტაბილურობით წავიყვანოთ წინ და გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე, და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გავხადოთ ხელშესახები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "იმედი LIVE"-ის ეთერში.
მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავარი ოპოზიციური ძალა და ოპონენტები არიან მიმდევრები იმ დესტრუქციული პოლიტიკის, რომელიც მათთვის დამახასიათებელი ნიშანია: "მათი თითოეული ლიდერის ნარატივი იყო ის რომ დაეძაბათ ჩვენი მოსახლეობა და ამომრჩეველი რამენაირად, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ".