20-05-2019
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდატებმა დამაჯერებელი შედეგებით გაიმარჯვეს, ხოლო მეორე ტურის დამკვიდრების პრაქტიკა ამ ხელისუფლების დამსახურებაა.
"მე დღეს მოვისმინე შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა რამდენიმე რეგიონის პოლიციის უფროსები იყვნენ ჩასული ზუგდიდში და ამაზე გამოთქვამდნენ პრეტენზიას. მე მინდა მათ შევახსენო, ამ ადამიანებს, რომ ხუთი ათასი მათი აქტივისტი ჩაყვანილი იყო ზუგდიდში, ანუ ადგილობრივი არ იყო. ამ შემთხვევაში მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ სახელმწიფოს წაუყენონ პრეტენზია თუ რატომ იყო მობილიზებული პოლიცია, დამატებითი ძალებით ზუგდიდში ვინაიდან სახელმწიფო ხედავდა გარკვეულ თეორიულ რისკებს, რომ ჩვენს ოპონენტებს მათი ხასიათიდან გამომდინარე გარკვეული დესტრუქცია და დაძაბულობა შეეტანათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"მე მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენეთ. მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენ ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის წინასწარი შედეგები გამოაცხადა.