გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილის ბიძა: ფლორიდის ბინა ნიუ იორკში გაყიდული ბინის სანაცვლოდ შევიძინე

20-05-2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის სოციალურ ქსელში ქეთინო ალასანიას პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ეს გახლავთ თემურ ალასანიას პასუხი ფლორიდაში ბინაში შეძენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

“რამოდენიმე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარს. ჩემი დამოკიდებულება ასეთ ჩანაწერების მიმართ მე რამდენჯერმე დავაფიქსირე. და ეხლა ამაზე არ შევჩერდები.

როგორც სჩანს, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფლორიდის ბინამ, რომელიც ამ ორიოდე წლის წინ შევიძინე ნიუ იორკში გაყიდული ბინის სანაცვლოდ.

ეს უძრავი ქონება გაფორმებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იურიდიული და ფინანსური მოთხოვნების სრული დაცვით. ამ ბინის ვსარგებლობთ მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი შვილები, შვილიშვილები და, რასაკვირველია, დიდი სიხარულით ვიწვევთ ხოლმე ჩემ დას და დისშვილს, როცა მათ ჩამოსვლის საშუალება აქვთ.

მე რამდენიმე ათწლეული ვმუშაობდი საპასუხისმგებლო ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციაში და შესაბამისად მაღალი ანაზღაურება მქონდა (და მაქვს). ამიტომ შემიძლია ჩემს თავს უფლება მივცე მქონდეს ბინა იქ, სადაც მინდა. არა მგონია ეს ვინმეს საქმე იყოს. მითუმეტეს საქართველოს ხელისუფლებაში დაბუდებული ბიუჯეტის ქურდების.” – წერს თემურ ალასანია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ფარული ჩანაწერი, სადაც თემურ ალასანია სააკაშვილის ფლორიდაში, მისთვის ნაყიდი ბინის შესახებ დეტალებს აცნობს. ჩანაწერში საუბარია ასევე სანდრა რულოვსზეც, რომელიც თითქოს ბინის გასაღებს ითხოვს, რომლის მიცემის სურვილიც სააკაშვილის ოჯახის წევრებს არ აქვთ.
ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930