გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება სიახლე არ არის

20-05-2019

„19 მაისის არჩევნების შედეგები არის ხალხის პასუხი იმ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე, რომელიც არჩევნების წინ ვრცელდებოდა“ - განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა კახა კუჭავამ. 

"მინდა მივულოცო საქართველოს. გუშინდელმა არჩევნებმა სამაგალითოდ მშვიდად, თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ეს არის მთელი ქვეყნის მიღწევა. ჩვენ კარგად ვნახეთ შედეგები თუ რეალურად რა დაფიქსირდა. ეს იყო ხალხის პასუხი იმ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე, რომელიც არჩევნების წინ ვრცელდებოდა. ის კვლევებიც , რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, იყო აბსოლუტურად მცდარი და აცდენილი იმ რეალობას, რომელიც გუშინ საქართველოს მოსახელობამ დააფიქსირა . რეალურად არის ის ინფორმაცია, რომელსაც მოსახლეობა ენდობა, ან არ ენდობა, წყაროები, რომელსაც ენდობა ან აღარ ენდობა . საბოლოოდ ყველა თავის არჩევანს აკეთებს და ყველამ კარგად ვნახეთ, როგორია ეს არჩევანი,რომელიც ქართველმა ხალხმა დააფიქსირა” - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, ჭიათურაში ერთი საჩივარი და დარღვევა არ დაფიქსირებულა, რაც ნამდვილად მისასალმებელია.

რაც შეეხება დაპირისპირებას „ნაციონალურ მოძრაობაში“, კახა კუჭავას თქმით, ამ დაპირისპირების არსებობა ახალი არ არის. 

“ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირების არსებობა ახალი არავისთვისაა, განსაკუთრებით ეს მარცხის შემდეგ გამოჩნდება ხოლმე. ეს მათი შიდა საქმეა, ვნახავთ მოვლენებს, რომელიც განვითარდება და მერე უფრო გვექნება შეფასების საშუალება” - განაცხადა კახა კუჭავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930