გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ცქიტიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" შესაძლოა კიდევ გაიყოს

20-05-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მიუხედავად დაგეგმილი აჟიოტაჟისა, საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი იყო, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა.

"საზოგადოება არ აყვა იმ პროვოკაციებს, რომელიც იყო დაგეგმილი და რომელიც ჩვენ ვნახეთ. რეალურად, მივიღეთ კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები და ეს არის პირველი, რაც ნამდვილად ქვეყნის გამარჯვებაა და მეორე არის ის, რომ ჩვენმა პარტიამაც, ჩვენმა კანდიდატებმაც ყველა საარჩევნო ოლქში გაიმარჯვეს და ესეც რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ეს არის კიდევ ერთი სიგნალი, რომ გარკვეული სერიოზული, ძლიერი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში „ქართულ ოცნებას“ აქვს.

რაც შეეხება მეორე ტურს, ესეც ბუნებრივია. დემოკრატიული სტანდარტი არსებობს თუ ვერ გაიმარჯვა პირველ ტურში კანდიდატმა, შესაბამისად ობიექტური დათვლის შემდეგ ტარდება მეორე ტური და ესეც ძალიან ჩვეულებრივი პროცესია.

ბოლო წლებში ჩვენ გვქონია ამის არა ერთი შემთხვევა. თუ ვერ აგროვებს ადამიანი პირველი ტურისთვის საკმარისს ხმებს, თუნდაც ხელისუფლების კანდიდატი, შესაბამისად არ ხდება მანიპულირება ციფრებით და ეს არის ობიექტური რეალობა.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას," ალბათ ეს არის ორი სხვადასხვა დესტრუქციული მოდელი და ეს ორი დესტრუქცია ერთმანეთს ასე ვთქვათ ეჯიბრება, რომელი უფრო ძლიერად დესტრუქციული იქნება.

საბოლოო ჯამში ჩვენ გვინახავს, რომ არა ერთხელ გაყოფილა „ნაციონალური მოძრაობა“ , კიდევ ერთხელ შეიძლება გაიყოს, თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ განცდა, სხვა პოლიტიკური რეალობისა, რაც დღეს არის. სხვა მოცემულობაა, სხვა გარემოა და დღეს სხვა პოლიტიკური ასე ვთქვათ ბრძოლის მეთოდებია საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც „ქართული ოცნებას“ ებრძოლო და ქართულ საზოგადოებაში რაღაც მხარდაჭერა მოიპოვო, მაგრამ ეს რაც ხდება ბოდიში და ეს არის ცირკი“-განაცხადა ცქიტიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031