გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: პატიოსანი საქმიანობით მილიონებს ვერ შოულობენ

20-05-2019

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი თემურ ალასანიასა და მისი დისშვილის განცხადებების თაობაზე სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს.

„ბატონ ალასანიას, ვფიქრობ, არ უნდა აკვირვებდეს, მისი და მისი ნათესავების ქონებისადმი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი. ეს ქონება და ფული, მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში უშოვია, თანაც იმდენი, რომ რამდენიმე მილიონ დოლარად შეფასებულ სახლებს, სადაც უნდა, იქ შეიძენს. ზეპირი განცხადებების ნაცვლად თემურ ალასანიამ უნდა მიუთითოს ის ორგანიზაციები, სადაც მუშაობდა და მუშაობს, წლებისა და ხელფასების ზუსტი მონაცემებით. მსგავს ინფორმაციას ის ვერ და არ მიუთითებს, რადგან ყველამ კარგად ვიცით, მსგავსი პატიოსანი საქმიანობით მილიონებს ვერ შოულობენ!“- წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ნიკოლოზ მეტრეველი.


ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ფლორიდაში ბინა იყიდა, რის პასუხადაც საქართველოს ექსპრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ქეთინო ალასანიას პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს არის თემურ ალასანიას პასუხი ფლორიდაში ბინის შეძენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930