გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: კრისტინ ლაგარდის ვიზიტი მთავრობის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის ცალსახა მხარდაჭერაა

20-05-2019

კრისტინ ლაგარდის ვიზიტი სავალუტო ფონდის მხრიდან ცალსახა მხარდაჭერაა,- ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის საქართველოში ვიზიტს.

მისი თქმით კრისტინ ლაგარდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო გზავნილი გააჟღერა.

,,გაცვლითი კურსის მოქნილობა და დამცავი ბუფერის არსებობა ეს არის ძალიან საჭირო ინსტრუმენტი სავალუტო პოლიტიკისას, რადგან ჩვენნაირი ეკონომიკები, რომლებიც დიდწილად არიან დამოკიდებულნი იმპორტზე, მუდმივად არიან სავალუტო რისკების ზღვარზე. ლაგარდი აღნიშნავს, რომ აუცილებელია რეგულაციების არსებობა, რომელიც დააბალანსებს გარე შოკებს. მისი ვიზიტი არის ცალსახა მხარდაჭერა სართაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან იმ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს ეროვნული ბანკი და მთავრობა“,- წერს ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930