გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე : ამას მიხეილ სააკაშვილის ცრემლები ვეღარ უშველის

20-05-2019

„რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს მოუწია აღიარება, რომ ეს მრავალ მილიონიანი ქონება მათ ეკუთვნით ნამდვილად, ოღონდ რამდენიმე კვირა იფიქრეს ამაზე და ეხლა მოიფიქრეს ახალი პიარ სტრატეგია, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს ბინა ეკუთვნის მის ბიძას და არა მას“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა..

მისივე თქმით, ერთადერთი ეს იყო რაც მოიფიქრეს იმიტომ, რომ იმდენად უტყუარი ინფორმაცია აღმოჩნდა, ფაქტი შეძენის ნამდვილად ვერ უარყვეს. 

„მრავალმილიონიანი ქონება მაიამიში, რომელიც ეკუთვნის ყოფილ პრეზიდენტს , რომელიც თავს გვაცოდებს, რომ ფული არ აქვს და ევროპაში ხალხს ეხვეწება, რომ რაღაც გროშები ჩაურიცხონ , რომ კამპანია აწარმოოს, ეს რას ნიშნავს ალბათ ხალხმა უნდა განსაჯოს და ამას ლაპარაკიც არ ჭირდება.

აქ არის ყველაფერი ხელის გულზე, ყველაფერი ნათელია და ამას მიხეილ სააკაშვილის ცრემლები ვეღარ უშველის . არის ფაქტიურად უტყუარი დადასტურებული ფაქტი , რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობს მაიამიში და ეს ქონება რა გზით არის მოპოვებული ეს არის მარტივი კითხვა, რომელზეც საზოგადოებას ექნება თავად პასუხი“-განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930