21-05-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, სამღებროს, ხუდადოვის, სამღერეთის, ფილიას, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ინტერნატის, წერონისის, ანაპის, უცნობ გმირთა, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ბენდელიანის, ზესტაფონის, სერგი ჭილაიას, ლევან რჩეულიშვილის, ზღვისუბნის, მალხაზ დოლიძის, უჩანეიშვილის, წყნეთის, იმედაძის და ნინო ჟვანიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ასევე, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ფალიაშვილის, არაყიშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 12 საათამდე რუსთაველის გამზირის(ნაწილობრივ), ლაღიძის, ბესიკის და გრიბოედოვის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 18 საათამდე მოსკოვის გამზირის(ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთის, ენუქიძის, ქიზიყის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ღამბაშიძის, თარხნიშვილის, როდენის, ქუჩიშვილის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს, 09:30 საათიდან 11 საათამდე ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის(ნაწილობრივ)მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე შარტავას და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის(ნაწილობრივ), საირმის გორის, საირმის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საბურთალოს, შმიდტის, ბურძგლას, მინდელის(ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 17 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის(ნაწილობრივ), ქავთარაძის, ნუცუბიძის და შავგულიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 15 საათამდე დოლაბაურის მოედნის, ლეხ კაჩინსკის(ნაწილობრივ), ბოჭორმის და დოლაბაურის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 12 საათიდან 16 საათამდე წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის(ნაწილობრივ) და კასპის ქუჩების მაცხოვრებლები.