გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რამდენიმე ევროპულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიური ცენტრები გაიხსნება

7-02-2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილის ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმებსა და განზრახულობათა ოქმებს მოეწერა ხელი.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილის ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმებსა და განზრახულობათა ოქმებს მოეწერა ხელი.
  ქართველოლოგიური ცენტრების შექმნასა და დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით განზრახულობათა ოქმებს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ ოთხი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მოაწერეს ხელი. 
ხელშეკრულების ფარგლებში გაძლიერდება მუშაობა უნგრეთის, ლიტვის, ესტონეთის, გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში. თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, მოგვიანებით, თურქეთის დუჯეს და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტებთან გაფორმდება ხელშეკრულება. 
„ხელშეკრულების შინაარსი გულისხმობს, რომ ამ ქვეყნებში, ამ უნივერსიტეტებში ჩვენს წარგზავნილ ახალგაზრდა დოქტორანტებს, სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს მიეცემათ საშუალება, ჩაატარონ კვლევა დამოუკიდებლად, წაიკითხონ ლექციები ქართველოლოგიაში და ეს იქნება ჩენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი კულტურის და ჩვენი ენის პოპულარიზაცია,“ - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით-„დღეს, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი. ეს მემორანდუმი ითვალისწინებს ქართული ენის, ქართული ლიტერატურის,  საქარველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული ჩვენი პროფესორებიც.  ცენტრები საშუალებას მისცემს უცხოელ სტუდენტებს, საფუძვლიანად შეისწავლონ საქართველოს ისტორია და კულტურა“.  „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეროვნული სამეცნიერო ფონდისა  და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა ემსახურება ქართული ენის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ევროპული უნივერსიტეტების სამეცნიერო და აკადემიურ საზოგადოებაში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს  ნამდვილად არის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე და ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებისათვის,“ - განაცხადა ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ.
  თსუ-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობის განვითარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, გაცვლით პროგრამებში ჩართვას ითვალისწინებს. 
  „ჩვენთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ვინაიდან აქ ვახორციელებთ სამაგისტრო პროგრამას და ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი დღე კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ამ თანამშრომლობას, რომელიც მრავალი წელი უნდა გაგრძელდეს,“ - აღნიშნა შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა ჰოლგარ მიულენკამფმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930