გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში სექსუალური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა

21-05-2019

ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურება რუსთავის ცენტრალურ პარში სცადეს.


დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მას თავს უცნობი მამაკაცი დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა. გოგონას მხრიდან ძალის გაწევის და ყვირილის შემდეგ მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.


ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, კრიმინალური და საპატრულო პოლიცია.


გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა სახის და მარჯვენა ხელის არეში, მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.


შსს-ში განაცხადეს, რომ "მომხდარზე გამოძიება 19-137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს."




inforustavi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930