გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბახტაძე: ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ის აუცილებლად უნდა აშენდეს

23-05-2019

ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ის აუცილებლად უნდა აშენდეს - ამის შესახებ პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პორტის მშენებლობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.

"რაც შეეხება ანაკლიის პორტს, აქ არის ორი მთავარი საკითხი პირადად ჩემთვის. პირველი გახლავთ,რომ მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა აშენდეს. მეორე - ის უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ამიტომ, ამ ორი პრინციპით ვხელმძღვანელობთ " - განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება.

"ბუნებრივია, ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეძლოს კონსორციუმმა, მობილიზაცია გაუკეთოს იმ ფინანსურ რესურსს, რაზეც აიღეს ვალდებულება, რაც აუცილებელია იმისთვის რომ დავიწყოთ რაც შეიძლება დროულად პორტის მსენებლობის პროცესი.

მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ძალიან დიდი დროის, ენერგიის და ამავე დროს, ფულადი სახსრების ინვესტირება მოხდა ჩვენი მხრიდან ამ პროექტში და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს პროექტი გაიწელოს ძალიან დიდხანს. ეს პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას" - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, შეხვედები და დიალოგი შედგა.

„ძალიან მნიშველოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები იყო. დიალოგი შედგა. იყო რამდენიმე საკითხი, რომლზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისცა თანხმობა კერდიტორებს. მაგრამ არსებობს პრინციპული მნიშვნელობის საკითხები, მათ შორის თქვენთვის, გადასახადების გადამხდელებისთვის.

ყველა საკითხი, რომელშიც შეიძლება ჩვენ მხარი დავუჭიროთ კონსორციუმს, ბუნებრივია, ეს გაგრძელდება. მთავარია ვაჩვენოთ პროგრესი. მთავარია კონსორციუმის მხრიდან ჰქონდეს განცდა საზოგადოებას და ყველას, რომ პროცესი მიდის დასრულებისკენ, იმისკენ, რომ კონსორციუმი შეძლებს ამ ფინანსური რესურსის მობილიზაციას. შესაბამისად, ჩვენ არ განვიხილავთ არანაირ ალტერნატიულ ვარიანტს, მაგრამ ვხელმძღვანელობთ ორი პრინციპით - პირველი, რომ პროექტი აუცილებლად უნდა დასრულდეს და მეორე, პროექტი უნდა დავიწყოთ ყველამ ერთობლივად, რაც შეიძლება დროულად“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პროექტის ზუსტ ვადებზე პრემიერი ვერ საუბრობს.

"ვადა არის დამოკიდებული იმ დინამიკის ჩვენებაზე, რომელსაც კონსორციუმი შეძლებს" - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031