24-05-2019
"ნაციონალური მოძრაობის ე.წ. ლიდერის განცხადებები, რომ საქართველოს აქვს პრობლემები ნატოსთან ურთიერთობაში, რომ ნატოს სწავლებები ვერ ჩატარდა საქართველოში, რომ საქართველო გეგმავს ჯაველინის სიტემების რუსეთზე გაყიდვას, ეს არის სწორედ რუსული ნარატივი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტვ პირველის თოქშოუ "რეაქციაში" სტუმრობისას.
მისი თქმით, ეს არის ნარატივი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროპას თურმე აქვს კოლონიალური პოლიტიკა.
"მოდით, დავუპირისპიროთ ეს ორი საკითხი ერთმანეთს. რა არის რუსული პროპაგანდის მთავარი მესიჯები და რას იმეორებს ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი. მე მაქვს კითხვა პრო-დასავლურ ოპოზიციასთან, რომელიც ამტკიცებს , რომ მათთვის ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი . გააკეთონ შეფასებები.
რატომ არ აკეთებენ? ეს ხომ ერთი ერთში ემთხვევა იმ რუსულ ნარატივს და პროპაგანდას, რაც მათ სურთ რომ ქონდეთ საქართველოში და ამას აჟღერებენ ადამიანები, რომლებიც თან ამბობენ , რომ მათი ხედვა არის საქართველო იყო ევროპული და ნატოს ოჯახის წევრი ქვეყანა . ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი , რომელიც სამწუხაროდ არ ექცევა ყურადღება , მათ შორის ქართულ მედიაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.