24-05-2019
დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის თქმით, იგი თანამდებობას ორ კვირაში, 7 ივნისს დატოვებს.
ემოციურ გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ 2016 წლის რეფერენდუმის ფარგლებში მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.
ტერეზა მეის თქმით, იგი პრემიერ-მინისტრის პოსტს მანამ არ დატოვებს, სანამ აღნიშნულ თანამდებობას სხვა არ დაიკავებს.
გავრცელებული ინფომაციით, ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი "ბრექსითმა" გამოიწვია.