გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

27-05-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, დაბა კიკეთის და სოფელი დიდების, დიუმას და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და ჭელიძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 13 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის, მირცხულავას, წყალტუბოს და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 16 საათამდე ტყვარჩელის, ბერბუკის, ასლანიდის, ალმასიანის, ბიძინა კვერნაძის, აფაქიძის, ბოჭორიშვილის და ფიზკულტურის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ლვოვის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, ლომონოსოვის, გამყრელიძის, ცხინვალის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე კი სოფელი ტაბახმელას, თელეთის, შინდისის და წავკისის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031