გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

8-04-2019

მიმდინარე წლის 8 აპრილს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა. მინისტრმა, მურმან ფარფალიამ მოისმინა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ.


მან ყურადღება გაამახვილა ა/წლის 5 აპრილს აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე – ,,ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი.’’


კონფერენციაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ატარებს გეგმიურ აუდიტს შ.პ.ს ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ს/ამბულატორიაში.


მინისტრმა ისაუბრა სახელმიფო 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ სხვა შ.პ.ს–ებში არსებულ პრობლემებზე (პოლიკლინიკების შერწყმა, ,,ავტოტრანსსერვისის’’ ლიკვიდაცია), სამინისტროში ა/წლის 2 აპრილს მოწვეულ შ.პ.ს–ების საქმიანობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2019 წლის ბიზნეს–გეგმების განხილვაზე და დამტკიცებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031