გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
უკრაინის გენპროკურორი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რომელიმე ქვეყანაში ნებაყოფლობით ან იძულებით დეპორტაციას დაექვემდებაროს

8-02-2018

თუ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვიან, ის მის მიერ შერჩეულ ქვეყანაში ნებაყოფლობით ან იძულებით დეპორტაციას დაექვემდებარება, - ამის შესახებ ТСН-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. 

„თუ სასამართლო დაადგენს, რომ მას უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის უფლება არ აქვს, მისთვის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. პირველი, ნებაყოფლობითი დაბრუნება მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში. მაგალითად, ჰოლანდია, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. ჰოლანდიაში დაადასტურეს მზაობა მიიღონ ის ოჯახის გაერთიანების პროცედურის ფარგლებში. მეორე შესაძლებლობა მოიცავს ნებაყოფლობით ან იძულებით დეპორტაციას მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში ან იმ ქვეყანაში, საიდანაც მან უკანონოდ გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი, ანუ პოლონეთში. მესამე ვარიანტი კი საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით მისი საქართველოში ექსტრადირებაა“, - განაცხადა იური ლუცენკომ. 

ლუცენკომ ასევე გაიხსენა საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, სადაც მას დაუდასტურეს სააკაშვილის ექსტრადირების სურვილი. 

„ექსტრადირებისთვის საჭიროა კიდევ რამდენიმე ხანგრძლივი სასამართლო პროცესის გავლა. თუმცა, ჩვენ მივდივართ ამ გზით, ვინაიდან უკრაინამ ხელი მოაწერა შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის საქართველოს წინაშე. ჩემთვის ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იქნება, ვინაიდან სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მის დაპატიმრებას ნიშნავს. გულწრფელად გეუბნებით, არ მსურს მისი ქართულ ციხეში გაგზავნა“, - დასძინა მან. 



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031