გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღეში 120 მლნ დოლარი დაკარგა

8-02-2018

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რამდენიმე დღეში 0.12 მილიარდი დოლარი დაკარგა. 
კერძოდ, 2018 წლის 7 თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 5.80 მილიარდი დოლარია მაშინ როცა, 30 იანვრის მდგომარეობით მისი ქონება 5.92 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 

ამასთან, ამ დროისათვის ივანიშვილი მსოფლიოს 310-ე უმდიდრესი ადამიანია. ინდექსის თანახმად, ივანიშვილის კუთვნილი ხელოვნების ნიმუშები 1 მლრდ დოლარზე მეტადაა შეფასებული.
„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა მან 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი კი საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს გაიყიდა. ერთი წლის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა“, - იუწყება გამოცემა.

ცნობისთვის, მილიარდერების ინდექსის თანახმად, 2013 წლის 25 აგვისტოს მონაცემებით, მისი ქონება 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარდა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმაც იზარალეს. კერძოდ, Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, ამერიკის სავაჭრო ინდექსის ვარდნის გამო მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა საერთო ჯამში, 114 მილიარდი დოლარი დაკარგა. გარდა ამისა, ინდექსის კრახმა რუსეთის უმდიდრესი ადამიანებიც 2,1 მილიარდი დოლარით აზარალა. 

ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების 
ყოველდღიური რეიტინგია.



bpn.ge

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728