8-02-2018
ხატია თვაურის ოჯახის წევრებმა და კლასელებმა, რომელმაც მე-9 საავადმყოფოში 5 თვის წინ ოპერაცია გაიკეთა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, კლინიკასთან აქცია გამართეს.
პაციენტის დედა თეონა სიდამონიძე კლინიკის ადმინისტრაციასთან და უშუალოდ ახალ დირექტორთან, გია ჯიქიასთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მას კლინიკაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც ინციდენტი მოყვა.
როგორც პაციენტის დედა ამბობს, კლინიკაში მას უთხრეს, რომ შვილის მკურნალობა სახლის პირობებში უნდა გააგრძელოს, რისი საშუალებაც არ აქვს, თავის მხრივ ის კლინიკას საზღვარგარეთიდან ექიმების ჩამოყვანას და მისი შვილის ჯანმრთელობის ხელახალ გამოკვლევას ითხოვს. თეონა სიდამონიძის თქმით, ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდგომი გართულებების საქმეს პროკურატურა იძიებს.
13-01-2025