გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტს უხელმძღვანელებს

30-05-2019

საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს – ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პოსტზე უეფას აღმასკომზე აირჩიეს, რომელიც ბაქოში გაიმართა.


ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. ექვსი წარმომადგენელი კი საქართველოს პირველად ეყოლება.


ახალგაზრდული და სამოყვარული ფეხბურთის კომიტეტის ვიცეთავმჯდომარედ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაამტკიცეს.


უეფას განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის წევრი ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე გახდა, ხოლო ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი – უეფას ეროვნულ ნაკრებთა საშეჯიბრო კომიტეტის წევრი.


მასობრივი ფეხბურთის ექსპერტთა საბჭოში ფეხბურის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავას კანდიდატურა დაამტკიცეს, ხოლო უეფას მედია კომიტეტში საქართველოს ეროვნული ნაკრების მედია ოფიცერი ოთარ გიორგაძე იმუშავებს.


უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტებს შერჩეული კანდიდატები 2023 წლამდე დაიკავებენ.






1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930