გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი გიგა ბოკერიას: "თიბისის" საქმეზე ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ, არამედ სისტემური ბანკის - “თიბისი ბანკის” აქციების ფასი

31-05-2019

"ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის - “თიბისი ბანკის” აქციების ფასი", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ გიგა ბოკერიას მიერ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას.


საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს მოუწოდა, თავად დაინტერესდნენ, როგორ აფასებენ აქციონერები “თიბისი ბანკის” ირგვლივ არსებულ ვითარებას და საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს.


“კითხვის შინაარსი მოიცავს პოლიტიკურ სპეკულაციას. იყო კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, ეს არ არის დავის საგანი. ამას მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელიც გამომდინარეობს ამ საქმიდან. ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის - “თიბისი ბანკის” აქციების ფასი. შეამოწმეთ და ნახეთ, როგორ უყურებენ აქციონერები საქართველოში “თიბისი ბანკთან” დამოკიდებულებას და საინვესტიციო გარემოს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031