გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოში 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია

9-02-2018

საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია. 
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან“ გამოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, მენტორის სტატუსის მქონე 9 მასწავლებლიდან, რომელთა კვალიფიკაციაც უმაღლეს კატეგორიად ფასდება, 2 კერძო სკოლაში, 7 კი საჯარო სკოლაში ასწავლის. 

რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს, განსაზღვრულია ჯამში 4 კატეგორია, საიდანაც მეორე კატეგორიის - ე.წ. წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლია 231 (საჯარო სკოლებში ასწავლის - 153, კერძო სკოლებში - 78), მესამე კატეგორიის - ე.წ. უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებელია 17 179 (საჯარო სკოლებში - 16914, კერძო სკოლებში- 265), ხოლო მეოთხე კატეგორია - ე.წ. პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლი, რაც ყველაზე დაბალ საფეხურად ითვლება, 44 611 პედაგოგს მოიცავს (საჯარო სკოლებში- 40582, კერძო სკოლებში- 4029).

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 67 342 მასწავლებლიდან საჯარო სკოლებში 59 093, ხოლო კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - 8249 მასწავლებელი მუშაობს. 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მუშაობს როგორც საჯარო სკოლაში, ასევე კერძო სკოლაში.

რაც შეეხება მასწავლებელთა ანაზღაურებას, როგორც „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან“ გვაცნობეს, "საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის და პირობების დადგენის თაობაზე" საქართველოს განათლების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანების საფუძველზე, მასწავლებელთათვის სტატუსის შესაბამისი დანამატები შემდეგნაირად განისაზღვრება. კერძოდ, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში არანაკლებ 320 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში არანაკლებ 700 ლარის ოდენობით განისაზღვრება (2018 წლიდან 01 თებერვლიდან), ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება არანაკლებ 1000 ლარია. 


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930