გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლია მუხაშავრია: შალვა თადუმაძე მართლაც დაიღალა პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით და გადაწყვიტა, გაეცალოს ამ თანამდებობას

2-06-2019

არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის აღმასრულებელი დირექტორის, ლია მუხაშავრიას თქმით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ შალვა თადუმაძე მართლაც დაიღალა იმ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით და იმ კრიტიკით, რომელიც მისი მისამართით ისმის და გადაწყვიტა, გაეცალოს ამ თანამდებობას.



„გასაოცარი იყო, რომ შალვა თადუმაძე ვიხილეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის მართლაც დაიღალა იმ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით და იმ კრიტიკით, რომელიც მისი მისამართით ისმის, მისი საქმიანობის უარყოფითი შეფასებით და გადაწყვიტა, გაეცალოს ამ თანამდებობას, სადაც ის თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. თუმცა არამგონია უზენაესი სასამართლოს წევრობა ნაკლებად სტრესული და საპასუხისმგებლო იყოს“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.



„საერთოდ ეს სია ძალიან ჭრელია, ძალიან რთულია მიხვდე, ვის რატომ აქვს შეტანილი. მე პირადად მომხრე ვიყავი, რომ პროფესიულ წრეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესებულ ადამიანებს დაესახელებინათ კანდიდატები და თან თავად დაესაბუთებინათ, რატომ ასახელებდნენ ამა თუ იმ ადამიანს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად. ეს საზოგადოებას მისცემდა მეტი გამჭვირვალობისა და შერჩევის უფრო მეტი თავისუფლების საშუალებას, მაგრამ ეს პროცესი ასე არ წავიდა. ვეჭვობ, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული მიზანი გაიყვანოს უზენაესის წევრებად კონკრეტული პირები, რომლებთანაც უკვე შეთანხმებულია ეს ამბავი და ამიტომ არანაირი კონკურსი მოსალოდნელი არ არის. იმიტომ, რომ მაგალითად, შალვა თადუმაძის აღმოჩენა ამ სიაში, მე მგონია, რომ მართლაც პირდაპირ შეთანხმებული საკითხია.“ - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.


შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე არიან.





www.interpressnews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031