გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას თემურ კეკელიძე უხელმძღვანელებს

9-02-2018


 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პირადად წარუდგინა.

 

„თემურ კეკელიძე 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. ის იყო ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 2016-2017 წლებში. 2012-2016 წლებში თემურ კეკელიძე იყო ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე. 2007-2012 წლებში იგი იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2006 წლის აპრილიდან 2007 წლის ოქტომბრამდე იგი ამავე დეპარტემენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. 2006 წლის იანვრიდან 2006 წლის მარტამდე თემურ კეკელიძე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2005-2006 წლებში იგი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე იყო, ხოლო 2004-2005 წლებში თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2003 წლის აპრილიდან 2003 წლის აგვისტომდე თემურ კეკელიძე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსად, 2002 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის აპრილამდე ის ამავე დეპარტამენტის ნატოს განყოფილების უფროსი, ხოლო 2001-2002 წლებში ნატოს განყოფილების სპეციალისტი იყო.

 

2004 წლიდან თემურ კეკელიძე მეცნიერების სამეფო სამხედრო კოლეჯის, კრენფილდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) გლობალური უსაფრთხოების მეცნიერებათა მაგისტრია. მან 2001 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, სპეციალიზაციით - საქართველოს ისტორია; 1997 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა.

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი“-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728