გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ მახარობლიძე: მოკლული მოზარდის მამა ხედავს სამართლის აღსრულების რეალურ შანსს

3-06-2019

სამართალმცოდნე, თამარ მახარობლიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოკლული მოზარდის მამა სასამართლოს ენდობა და ხედავს სამართლის აღსრულების რეალურ შანსს.
გამოძიება უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად არ აღსრულდება და დაზარალებულთა და საზოგადოების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. საქმის საბოლოოდ დასრულების მოლოდინი არის ძალიან დიდი, რაც შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოხდეს.
და კიდევ, არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია არ არის სასამართლო განაჩენის დეტალების განხილვა და შეფასება. საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციაა კანონშემოქმედება, რომლის შედეგად მიღებული კანონმდებლობით სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის განხილვის დროს, ისევე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს განაჩენის აღსრულება“.- წერს თამარ მახარობლიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031