გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სად მიმდინარეობს გზების აღდგენის სამუშაოები? - ფოტოები

6-06-2019

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, დაზიანებული საგზაო მონაკვეთების აღსადგენად, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზების პერიოდული შეკეთების სამუშაოებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.

ამ დროისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს: თბილისი სენაკი-ლესელიძისსაავტომობილო გზის 2 კმ-ზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 126-ე კმ. (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის 4 კმ-ზე, კერძოდ ახალგაზრდობისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯამში 19 კმ-ზე, სენაკი-ფოთი-სარფისსაავტომობილო გზის 13 კმ-ზე, ბონჯა-სათაფლიას გზის 6 კმ-ზე, სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის 4 კმ-ზე, აბაშა-მარტვილის საავტომობილო გზის 13 კმ-ზე, ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი-ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის 3 კმ-ზე, ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი საავტომობილო გზის 18 კმ-ზე და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 11-კმ-ზე.

მიმდინარე კვირაში სამუშაოები დაიწყება ასევე, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 24 კმ-ზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 2 კმ-ზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 8 კმ-ზე და ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 6 კმ-ზე.

პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, აღდგება დაზიანებული გზის საფარი, განთავსდება სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები, ბეტონის პარაპეტები, საირიენტაციო ბიოძკინტები და საგზაო ნიშნები, განხორციელდება განახლებული საგზაო მონაკვეთების ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად ნაწილობრივ შეიზღუდება, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031