გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზელენსკის პლაგიატში ადანაშაულებენ

6-06-2019

უკრაინის ახალ პრეზიდენტ პლაგიატში ადანაშაულებენ.


უკრაინული მედიის ცნობით, ბრიუსელში ვლადიმირ ზელენსკის მიერ წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტი ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადების იდენტური იყო.


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია სამსახურებრივი მოკვლევა.


არსებული ინფორმაციით, თუ დადასტურდება საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მოხელეების ყოფილ პრეზიდენტთან კერძო თანამშრომლობა, გატარდება მკაცრი მმართველობითი, დისციპლინარული და საკადრო ზომები. 


ვლადიმირ ზელენსკი პლაგიატში პეტრო პოროშენკოს პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ დაადანაშაულა. კერძოდ, მისი თქმით, ზელენსკიმ ბრიუსელში გამართული ბრიფინგისას პეტრო პოროშენკოს ერთ-ერთი გამოსვლიდან შემდეგი აბზაცი წაიკითხა, რომელშიც საუბარია, რომ „უკრაინა ევროკავშირში არის რუსეთის იმპერიალისტური პროექტის სიკვდილი“.


„სასიამოვნოა, რომ ვლადიმირი უსმენს პეტრო პოროშენკოს, თუმცა კორექტორის გარდა, მან სფიჩრაიტერიც უნდა აიყვანოს“, – აღნიშნა ცეგოლკომ სოციალურ ქსელში.






https://1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930