გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ე.წ. "ჩინური ქალაქის" ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

7-06-2019

ლილოში მდებარე ე.წ. "ჩინური ქალაქის" ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შესახებ 112-ში შეტყობინება საღამოს 22:35 საათზე შევიდა. ადგილზე დაუყოვნებლივ 70-მდე მეხანძრე-მაშველი, 14 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ჯგუფი გავიდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით ხანძარი სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვადასხვა ტიპის სარეალიზაციო პროდუქციას გაუჩნდა. 

ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930