გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერმა უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გამართა

10-02-2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გამართა.

დედაქალაქის საკრებულოში შეკრებილ სტუმრებს თბილისის მერმა ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და პირველი ეროვნული უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„დღეს გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ საზეიმო საღამოს თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მინდა, მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი სახელმწიფო უნივერსიტეტს და წარმატება ვუსურვო მის ყველა კურსდამთავრებულს. თუ გადავხედავთ ბოლო 100 წლის ისტორიას, არ ყოფილა არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ეროვნულ საკითხებს შეეხებოდა და უნივერსიტეტსა თუ სტუდენტებს თავისი მოსაზრება არ დაეფიქსირებინათ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ ის დაფუძნებულია საერთო ეროვნულ ფასეულობებზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.


საიუბილეო საღამოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და უცხოელ სტუმრებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031