გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: აშშ-ში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს მხარდაჭერა ძალიან ძლიერია

10-02-2018

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძალიან ძლიერი და ძალიან პოზიტიურად ფასდება ის ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.


„დღეს ვასრულებთ ოფიციალურ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის ფარგლებში ძალიან პოზიტიური შეხვედრები გავმართეთ. შევხვდით ათზე მეტ სენატორს, კონგრესმენს, რომლებთანაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ. ასევე, მადლობა გადავუხადეთ ამერიკელ მეგობრებს მათი მხარდაჭერისათვის. ამ შეხვედრების დროს ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ძალიან ძლიერი, ძალიან პოზიტიურად ფასდება ის ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალიან მყარი და მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან და მეგობრებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი იყო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორების დამოკიდებულება ამ მხრივ პოზიტიურია.


„ნატოში გაწევრიანება იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ჩვენი დისკუსიების. კიდევ ერთხელ ვთხოვეთ ამერიკელ მეგობრებს, რომ მუდმივად მყარი მხარდაჭერა გამოხატონ საქართველოს მიმართ ნატოში გაწევრიანების კუთხით და განწყობა არის პოზიტიური. ეს არის მთავარი. დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს ძალისხმევაზე და ასევე, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031