7-06-2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლიკ მეზურნიშვილი, ანაკლიის პორტის საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
"მას შემდეგ, რაც დაიწყო ანაკლიის პროექტი ნათლად ჩანდა, რომ მთავრობამ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პროექტი არის მთავრობის ინიციატივა. ამ პროცესში მხარდაჭერა გამოიხატებოდა იმაშიც, რომ კონსორციუმის ვალდებულებები, რომელიც აღებული ჰქონდა კონსორციუმს არაერთხელ გადავადდა.
ახლაც, რომ ვნახოთ პირობებში ივნისის ბოლოს იწურება ვალდებულებების პირველი ვადა, როდესაც უნდა დაიწყოს ანაკლიის პროექტის მშენებლობის პირველი ეტაპი. მაინტერესებს აპირებს თუ არა მთავრობა მორიგ ჯერზე გადაავადოს ეს ვალდებულება, წავიდეს თანამშრომლობაზე კონსორციუმთან და თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა რა არის არგუმენტები", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.