გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჭუბერში ადგილზე, სადაც ნენსკრა კალაპოტის გარღვევას ცდილობს. ტექნიკა მუშაობს

7-06-2019

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, უხვი ნალექების შედეგად, ნენსკრას ხეობაში არსებული შენაკადი მდინარე დევრას ადიდება თავის მხრივ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია.


ადიდებულმა მდინარემ პაპალარას და დევრულას ხიდი დააზიანა.


შემთხვევის ადგილას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან ნინი ვიბლიანთან ერთად იმყოფება.


გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ვითარება სტაბილურია, წყლის დონემ იკლო, მდინარე კალაპოტში მიედინება.


„ადგილზე, სადაც მდინარე ნენსკრა კალაპოტის გარღვევას ცდილობს ტექნიკა მუშაობს.

ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად დაზიანებულ მონაკვეთებზე სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება.

ამ დროისთვის, ჭუბერის მოსახლეობას და მიმდებარე ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება. მხოლოდ რამდენიმე ადგილას წყალდამცავი ნაგებობა დაზიანდა უმნიშვნელოდ, რომლის აღდგენის სამუშაოებიც წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება. საჭიროების მიხედვით ადგილზე მობილიზდება შესაბამისი ტექნიკა. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი ტექნიკა“, - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.


ადგილობრივები კი შიშობენ, რომ ადგილობრივები შიშობენ, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში დატბორვის საშიშროება იმატებს.






https://pia.ge/

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930