გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

7-06-2019

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შატილის თემთან დამაკავშირებელლი გზა, 5 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა და მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.


სტიქიის მომენტიდან, ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, მდინარის კალაპოტში დაბრუნებისა და გზის აღდგენის სამუშაოები ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მოძრაობის აღდგენა უმოკლეს ვადებში გახდა შესაძლებელი.


ადგილზე მობილიზებული რჩება მძიმე ტექნიკა, რათა საჭირობის შემთხვევაში შესაბამისი სამუშაობი განხორციელდეს.





https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930