7-06-2019
„როლან გაროსის“ მოქმედმა ჩემპიონმა, რაფაელ ნადალმა, ნახევარფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა და გათამაშების ფინალში გავიდა.
ესპანელი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში საფრანგეთის ღია პირველობის მე-12 ფინალი იქნება, წინა 11-ვე კი მისი გამარჯვებით დასრულდა. ფინალში ნადალი მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს ან გასული წლის ფინალისტს დომინიკ ტიემს დაუპირისპირდება.
„ვულოცავ როჯერს. ჩემი აზრით, როჯერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ქარმა დამატებითი პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ მოუთმენლად ველი ფინალს. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია“, - განაცხადა ნადალმა.