გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანდრია გვიდიანი: ნათია თურნავას პარლამენტში საინტერესო პრეზენტაცია ჰქონდა; ამასთან, გაჟღერდა ბევრი საინტერესო ინიციატივა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით

7-06-2019

ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აფასებს:

„დღეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის საკომიტეტო მოსმენას დავესწარი. ნათია თურნავას მთელი რიგი მიმართულებებით საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია ჰქონდა. გარდა ამისა, გაჟღერდა ბევრი საინტერესო ინიციატივა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამ კუთხით უახლოეს მომავალში იგეგმება სრულიად ახალი, ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპის მოდელის დანერგვა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად წაახალისებს ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს. ზოგადად, სამინისტროს აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ ჩამოყალიბდეს ინვესტორზე ორიენტირებული საინვესტიციო გარემო, რაც ერთმნიშვნელოვნად სწორი და ერთადერთი გამართლებული ხედვაა.

გარდა ამისა, საინტერესო დისკუსია გაიმართა ბევრ კრიტიკულ საკითხზე: ანაკლიის და ფოთის პორტზე, პანკისის მოვლენებზე, ჭიათურის საკითხზე, გაზპრომზე და სხვა ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე, რომლებზეც საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

თუმცა, გაოცებული დავრჩი ოპოზიციის სრულიად არაადეკვატური და დესტრუქციული ქმედებების გამო. ყველანაირად ცდილობდნენ საქმიანი სივრციდან გადაეხვიათ და მათთვის დამახასიათებელ პოპულიზმში გადასულიყვნენ. ეს მოსალოდნელიც იყო და ბუნებრივიც არის - როდესაც დებატების დროს არგუმენტები არ გაქვს ერთადერთი გამოსავალი არის სწორედ ობსტრუქცია, რაც ჩვენს ოპოზიციას, სამწუხაროდ, არ აკლია. ოპოზიციის ნაწილს მემგონი "ბირჟაზე" ეგონა თავი და ყველაფერს აკეთებდნენ კონსტრუქციული დებატების ჩასაშლელად.

მოკლედ, სამწუხარო ის არის, რომ სუსტი და პოპულიზმზე ორიენტირებული ოპოზიცია აფერხებს მაღალი პოლიტიკური სტანდარტების დანერგვას, რაც, შესაბამისად, აფერხებს ქვეყნის განვითარებას“-წერს გვიდიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930