7-06-2019
ეკონომიკის ექსპერტი, შოთა გულბანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში ვიზიტს აფასებს:
"დღეს ეკონომიკის ახალ მინისტრს ნათია თურნავას მოუსმინა ოპოზიციამ პარლამენტში და პრინციპში როგორც მოსალოდნელი იყო ისე წარიმართა მოსმენა. ოპოზიცია ეცადა პოლიტიკური ტემპერატურა აეწია და ვითომ მწვავე კითხვები დაესვა, თუმცა ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში. სიმართლე აშკარად მინისტრის მხარეს იყო. პრეზენტაციას მეც ვესწრებოდი და მხოლოდ 20 წუთიანი პრეზენტაციიდან ბევრი მნიშნელოვანი სიახლის შესახებ შევიტყვე, მაგალითად ის, რომ აგერ გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, აბონენტების რაოდენობა 3 წლის განმავლობაში მიაღწევს 1 300 000 ოჯახს მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს 226-ზე მეტი დასახლებული პუნქტია, ეს არ არის ასე იოლად მისავიწყებელი ამბავი, რამდენი რეგიონი ვიცი მე პირადად რომელიც მოწყვეტილია ცივილიზიაციას, ასეთ რეგიონებში კომუნიკაციების გაყვანა, მათ შორის გაზის არის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი. მოკლედ, მინისტრი საგნობრივად მსჯელობდა იმ მწვავე პრობლემებზე, რაც დღეს აწუხებს საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით რეგიონებში, რაც რათქმაუნდა არ აინტერესებს ოპოზიციას და ცდილობს გადაღეჭილი თემების თითზე დახვევას. არადა ყველა ძირითადი თემა რაზეც დაიბარეს თურნავა პარლამენტში გადაწყვეტილია და ხელისუფლების პოზიცია გამოკვეთილი. ჭიათურის მარაროსთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია ყველა კმაყოფილია, ანაკლის თემა გარკვეულია და მას უპირობო მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებისგან, გაზპრომის დომინირებაზე საუბარიც ზედმეტია იმიტომ, რომ 95% გაზი არის აზერბაიჯანული წარმომავლობის, აქ ერთი გამოწვევაა დივერსიფიცირება და რაც შეეხება პანკისში ჰესის მშენებლობას, აქაც ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად და ინვესტორს არ მისცა შესაძლებლობა ჰესის მშენებლობის მანამ, სანამ 90% ადგილობრივების არ დაუჭერს მხარს.
ეს იყო მთავარი თემები რაზეც დღეს მინისტრისგან აინტერესებდათ პასუხები და რაზეც ჩემი აზრით საკმაოდ კონსტრუქციული და ამომწურავი პასუხები გასცა ნათია თურნავამ"-წერს გულბანი სოციალურ ქსელში.