გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე წიგნის - „თბილისის ქანდაკება - პოეზია ქვაში“ პრეზენტაციას დაესწრო

10-02-2018

თბილისის საკრებულოში წიგნის - „თბილისის ქანდაკება - პოეზია ქვაში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

წიგნი საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ბადრი ქუთათელაძის ავტორობითა და თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გამოიცა.


დედაქალაქის მერმა გამოცემის ავტორს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ წიგნი ყველა იმ ძეგლს ასახავს, რომელიც დედაქალაქშია განთავსებული.


„დღეს აქ შეკრებილი იყო კულტურის, ხელოვნების წარმომადგენლები - ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს და დღესაც აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ თბილისის მერიამ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ კულტურისა და ხელოვნების მიმართულება აირჩია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას სიღრმისეულად და ვრცლად მივაწოდოთ ჩვენი კულტურის მრავალფეროვნების შესახებ. ეს არის ის, რაზეც ჩვენი ქვეყანა საუკუნეებია დგას და რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


430-გვერდიან გამოცემაში დედაქალაქში განთავსებული ყველა ძეგლი, ქანდაკება და მონუმენტია შესული.

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031