გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მესტიაში დაკარგული ახალგაზრდები გარდაცვლილი იპოვეს

9-06-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბეჩოში, ავტოსაგზაო შემთხვევისას წყალში გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.


სამუშაოებს ადიდებული მდინარე და ხეობის რთული რელიეფი ართულებდა.


ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან. სამაშველო ოპერაციაში დაუყონებლივ ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930