გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: არსებული მონაცემები მაძლევს საშუალებას, რომ ლადო კახაძეს გამარჯვება მივულოცო

9-06-2019

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს, ლადო კახაძეს გამარჯვება უკვე მიულოცა.

"პირველ რიგში, ვულოცავ მთაწმინდელებს მშვიდობიანად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს.

მოგეხსენებათ, 8 საათზე დასრულდა ხმის მიცემის პროცესი და საარჩევნო უბნები დაიხურა.
ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი და ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგს, თუმცა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა, მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს. 

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, მადლობას ვუხდი თითოეულ აგიტატორს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს.

შუალედურ არჩევნებზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და შეგვწევს ძალა, ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა.

ეს შედეგი ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და გვჯერა ქართველი ხალხის. მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თბილისელებს, მთაწმინდელებს, არ გაუჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწორი ანალიზის გაკეთება, შავისა და თეთრის გარჩევა, ყოველთვის გააკეთებენ არჩევანს არა ტოტალიტარული წარსულის, არამედ სამართლიანი მომავლის, განვითარების სასარგებლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ადგილი ჰქონდა ოპონენტების მხრიდან სიტუაციის დაძაბვის, პროვოკაციების მცდელობას, არცერთი წამით არ შეგვპარვია ეჭვი ჩვენს საერთო გამარჯვებაში.

და ჩვენ ვპირდებით, ჩვენს თბილისელებს, ვპირდებით მთაწმინდელებს, რომ ეს გამარჯვება არ იქნება უბრალოდ ერთ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება, არ იქნება ერთი მაჟორიტარის გამარჯვება, ეს იქნება თითოეული თბილისელის და თითოეული მთაწმინდელის გამარჯვება.
ამას ჩვენ საქმით დავამტკიცებთ რა თქმა უნდა და დავამტკიცებთ იმ განსახორციელებელი პროექტებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი მომდევნო თვეებისა და მომდევნო წლების განმავლობაში"-განაცხადა კალაძემ და კიდევ ერთხელ, ყველას მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930