გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: დათვლილია ხმების 75 % და აქედან 62,5 % არის ლადო კახაძის, 37,5% შალვა შავგულიძის

9-06-2019

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, ლადო კახაძე 62,5 პროცენტით ლიდერობს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მთაწმინდის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, მადლობა ნდობისთვის.

მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მათ მინდა მივაწოდო კონკრეტული ინფორმაცია დათვლილ ხმებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე, რა მონაცემსაც ჩვენი წარმომადგენლები გვაწვდიან უბნებიდან, დათვლილია ხმების 75 % და აქედან 62,5 % არის ბატონი ლადო კახაძის, 37,5% ბატონი შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ, ბატონ ლადო დამაჯერებელი გამარჯვება მინდა მივულოცო.

ძალიან დიდია სხვაობა და ჩვენ ვვარაუდობთ რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა.

ძალიან მიხარია, რომ დღეს ადამიანები ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას.

კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს აწუხებს მთაწმინდას, აწუხებს თბილისს და აწუხებს საქართველოს"-განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930