გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, აგვისტო 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნუკრი ქანთარია მომავალ პარლამენტში მის საჭიროებას ვეღარ ხედავს

10-06-2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ პარტიაში ცვლილებებს აანონსებს.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის მომავალ პარლამენტში საკუთარი პერსონის საჭიროებას ვერ ხედავს.


„ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი დაიშლება. გუნდში მუშაობის შესაძლებლობა ყველას ექნება. მე პირადად, ამ ეტაპზე ვეღარ ვხედავ გუნდში, მომავალ პარლამენტში ჩემს საჭიროებას. ვნახოთ როგორი პოლიტიკური ამინდი იქნება“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.


პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031