გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ში არჩევნების მე-2 ტურში, მე-18 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს

11-06-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 ივნისს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მე-2 ტურის დროს, მე-18 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

"2019 წლის 9 ივნისს, ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ბ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით.

საქმეზე გამოკითხულ იქნა ა.ბ., რომელმაც განმარტა, რომ მე-18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, მობილური ტელეფონით ახორციელებდა ვიდეოგადაღებას, რის გამოც უკმაყოფილება გამოთქვეს იქ მყოფმა პირებმა, რაც ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. ხსენებულ დროს ა.გ.-მ ა.ბ.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა მას ვიდეოგადაღებაში, რა დროსაც, მოწმე ა.ბ.-ს განმარტებით, მას შემთხვევით მოხვდა ა.გ.-ს ხელი სახის არეში.

ზემოაღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს საქმეზე გამოკითხული ა.ბ.-ს თანმხლები პირი - ე.კ., რომელიც თავის მხრივ განმარტავს, რომ მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება. დანიშნულია ა.ბ.-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მიმდინარეობს ფაქტის შემსწრე მოწმეთა გამოკითხვა და ვიდეოჩანაწერების შესწავლა.

გამოძიების ფარგლებში, ასევე, შესწავლილ იქნება ინციდენტში მონაწილე პირთა მიერ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიეცემა სამართლებრივი შეფასება და მოხდება შესაბამისი რეაგირება" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930